პატრულის 20 ეკიპაჟი და გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. ორი დაკავებული და ერთი გაქცეული დამნაშავე. მოსახლეობა შემზარავი დანაშულის შესახებ ყვება - ამბობენ, რომ გვიან ღამით, ახალგაზრდა ქალს თავს ოთხი პირი დაესხა, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ფული წაართვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ქალის გაუპატიურების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. საქმეზე გამოძიება ხულიგნობისა და ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.