შვილმოკული მამების პროტესტი და მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრისადმი - ამ წუთებში ორთჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება.
ათეულობთ ადამიანი უწყების ჭიშკართან შეიკრიბა. აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც წლებია იბრძვის, სამართალდამცველებმა გამოიძიონ მისი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა."არ შემიწყვეტია ბრძოლა და არ შევწყვეტ, სანამ არ დავანგრევ ამ ბინძურ სისტემას".
შვილმოკლული მამები შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვენ და უწყებას პასუხისთვის 30-წუთიან ვადას უწესებენ.