"გვინდა, უკრაინაში ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს" | მეუფე იაკობი

გამოქვეყნდა:

"გვინდა, უკრაინაში ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს" - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საუბრობს. ასევე ამბობს, რომ "პატრიარქისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე საუბარი სისულელეა", სინოდის სხდომაზე კი დამატებით ყველა ძირითადი საკითხი განიხილეს. 

"გავიარეთ მძიმე საკითხები. იცით, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. თანაგრძნობა გამოვხატეთ, რადგან დიდი ტრაგედია ხდება. გვინდა, რომ ომი დამთავრდეს სწრაფად, ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. ასევე, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. სირიაში მივუსამძიმრეთ უშუალოდ ანტიოქიის პატრიარქს, რადგან იცით, რომ სირიის სახელმწიფო ჩვენდამი ისეა განწყობილი, რომ აფხაზეთი აღიარა და ამიტომ ჩვენი ეკლესია იქ დგას, სადაც საქართველო და ქართველი ხალხია" - ამბობს იაკობი.

მეუფე ზენონის საკითხთან დაკავშირებით კი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ზენონი ილია მეორეს შეხვდა და გადაწყდა, რომ დროებით ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია უშუალოდ პატრიარქის გამგებლობაში გადავა.

რაც შეეხება გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხს, მისი თქმით, გელათთან დაკავშირებით კომისიის სხდომა ამ დღეებში გაიმართება "ეკლესიის პოზიცია იცით... ახლა მთავარია, ძეგლი გადავარჩინოთ, ალბათ დიდი ხანია, გელათი ბევრის პასუხისმგებლობის საკითხია".

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. სინოდი დილის 12 საათზე შეიკრიბა, თუმცა სხდომა მთელი 5 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის გადადგომისა და ამ საკითხის განხილვის შესახებ გავრცელებული ყველანაირი ინფორმაცია უარყო.

საპატრიარქო სინოდის განჩინებას მოგვიანებით გამოსცემს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი