მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და ამაზე საუბარი "სისულელეა".
"მაგ ზღაპრებს ვინ გიყვებათ ხოლმე. სისულელეა. პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს-პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს" - ამბობს მეუფე იაკობი
შეგახსენებთ, რომ სინოდი დილის 12 საათზე შეიკრიბა, თუმცა სხდომა მთელი 5 საათის განმავლობაში ვერ იწყებოდა. სინოდის განჩინებას კი მოგვიანებით საპატრიარქო გამოსცემს.
იხილეთ ასევე: