სანდრო სულაბერიძის საქმეზე შსს-მ გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცადებაში წერია, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნების არ არსებობის.
იხილეთ განცხადება სრულად:
"2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა" - წერია განცხადებაში
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ საქმე ქურდობის მუხლით აღძრა.