ჩოხატაურში, სოფელ კოხნარის იუსტიციის სახლში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მეექვსედ გატეხეს

გამოქვეყნდა:

ჩოხატაურში, იუსტიციის სახლში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. წაღებულია თანხა, დაახლოებით 500 ლარი. ფაქტი დღეს დილით მოხდა. გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირები სოფელ კოხნარის იუსტიციის სახლში შევიდნენ და აპარატიდან თანხა გაიტაცეს.

ბოლო 6 თვეში, კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მეექვსედ გატეხეს, თუმცა პოლიციას საქმე არც ერთხელ არ გაუხსნია.

კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში გარდა სხვადასხვა სამსახურისა, ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლობაცაა განთავსებული.

ავტორი: ლადო მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი