მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს რუსეთის მოქალაქეებთან დაპირიპირების გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ცოტნე ჯაფარიძის საქმეს იხილავდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელები დაიკითხნენ, რომლებმაც ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს.
სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდნენ კონფლიქტის მონაწილე რუსეთის მოქალაქეები, ისინი ქართველმა სამართალდამცველებმა გამოკითვის გარეშე გაათავისუფლეს. მოწმე პოლიციელები დღეს ამტკიცებდნენ, რომ დამნაშავე სწორედ სამოქალაქო აქტივისტია, რომელმაც საქართველოში რუს ტურისტებს ინგლისურად ლაპარაკი მოსთხოვა, რასაც გუდაურში კონფლიქტი და დაპირიპირება მოჰყვა.
ავტორები: ნინი ჟიჟიაშვილი, საბა ბუაძე