ხობში, მკვლელობაში ბრალდებულ ქალს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ხობში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც ბრალდებულმა 45 წლის ქალმა სასამართლო პროცესზე თქვა, მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. მისივე თქმით, მოკლულმა ის თაღლითურ სქემაში ჩართო და სხვის ვალზე ხელი მოაწერინა.

დაკავებულის თქმით, სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.

მკვლელობა ხობში 13 თებერვალს მოხდა, პოლიციამ ქალი იმ დღესვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი