"Credit Suisse აცხადებს, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს $210 მილიონი გადაუხადა" - Bloomberg

გამოქვეყნდა:

Credit Suisse Group AG აცხადებს, რომ მან მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს დღემდე 210 მილიონი დოლარი გადაუხადა - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბანკმა ეს თანხა სასამართლო პროცესებისთვის მოსარჩელის ყველა ანგარიშზე გადარიცხულ ჯამურ რაოდენობას წარმოადგენს. განცხადებაში არ არის მითითებული სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ. 

როგორც Bloomberg წერს, ეს განცხადება არის ყველაზე დეტალური აღიარება იმისა, თუ რამდენი უჯდება იურიდიული დავა Credit Suisse-ს გლობალურად.

"ქართველმა მაგნატმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა ბანკის ტრასტის ერთეულს 800 მილიონი აშშ დოლარის ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით და თქვა, რომ დაკარგა შემოსავალი, რომელსაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში გამოიმუშავებდა, თუ მისი ფული უსაფრთხოდ იქნებოდა დაბანდებული. 

პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობისთვის, კერძოდ იმ სქემის გამო, რომლის მიხედვითაც მან აიღო თანხა ივანიშვილის ანგარიშებიდან სხვა კლიენტების პორტფელებში მზარდი ზარალის დასაფარად",- ნათქვამია სტატიაში. 

ლი ენგ ბენგიმ, ტრასტის ადვოკატმა ხუთშაბათს თქვა, რომ Credit Suisse დათანხმდა ივანიშვილისთვის  კომპენსაციის გადახდას - "არის მოვალეობა, რომ ანაზღაურდეს ეს ზარალი", - თქვა მან თავის დასკვნით სიტყვაში. 

Bloomberg-ის თანახმად, 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ბერმუდულ კომპანია Credit Suisse Life-ს ბიძინა ივანიშვილის მიმართ 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე მილიარდერის ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითურ სქემას უკავშირდებოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ CS Life ასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი