საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი

გამოქვეყნდა:

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1104 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 912;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 936:
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ კი, 22 ივლისის, მონაცემებით 15 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი