
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ძალადობაში ბრალდებული ორი პირი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ძალადობა ერთ-ერთ სასტუმროში ქალების მიმართ განხორციელდა.
საკითხზე კომენტარს სასამართლოში არ აკეთებენ, ამ თემაზე საუბარი არ სურთ არც ბრალდებულების ადვოკატებს.
ბრალდებულებმა საპატიმრო უკვე დატოვეს. აღნიშნულ საქმეზე მორიგი სხდომა ორ თვეში გაიმართება.