
საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დღეს განაჩენის გამოსატანად გავა. სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლებს ბრალდებული.
პროკურატურა მისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში როინ მებონია შეურაცხადი იყო.
უვადო პატიმრობას ითხოვს მოკლულის დედაც, რომელიც ბრალდებულის შეურაცხადობის ვერსიას არ ეთანხმება.
"მე ვითხოვ უვადო პატიმრობას. ჩემს სოფოს აღარაფერი შველის, მაგრამ სხვისი შვილების სადარაჯოზე უნდა დავდგე. 5 მცირეწლოვანი ბავშვის წი ყელი გამოჭრა ცოლს. ამდენი ხალხის წინაშე. ეს მხოლოდ ჩემზე აღარაა, მთელი საზოგადოება ელოდება ამ განაჩენს. რკინის ქალამნებს ჩავიცმევ შვილო, თუ არ იქნა მიღებული რასაც ველოდები, სტრასბურგამდე ათასჯერ რომ მომიწიოს ათასჯერ დავწერ საჩივარს, ათასჯერ გავასაჩივრებ",- ამბობს ხათუნა ნაჭყებია, მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა
შეგახსენებთ, 2022 წელს 31 წლის ქალი ქმარმა ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები დანით ჰქონდა მიყენებული, ის ადგილზე გარდაიცვალა. როინ მებონიას ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა. დანაშაული16-დან 20- წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.