
ხუთშაბათს, მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის შემთხვევების ახალი ჩანაწერი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ერთ დღეში ინფიცირების რაოდენობის ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
სამინისტროს განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 718-ით გაიზარდა.
საბოლოო მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსის 370 712 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 41 908-ია.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მექსიკა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით მეოთხე ადგილზეა და ამ მონაცემებით ამერიკას, ბრაზილიას და გაერთიანებულ სამეფოს ჩამორჩება.