დაპირისპირება პოლიციასთან - ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთვა, თანმხლები პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ორი პირის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო. უწყების ცნობით, მათ შორის ერთი ადმინისტრაციული დარღვევის გამო დააკავეს. 

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შსს ამბობს, რომ პირი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და თან ჰქონდა ცივი იარაღი.

"სამართალდამცველებმა პირს, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ავტომობილის საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, მართვის უფლება ერთი წლის ვადით აუკრძალეს, მის მიმართ ასევე,  ცივი იარაღის ტარების გამო, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 181 პრიმა მუხლის 1- ლი ნაწილით.

რაც შეეხება თანმხლებ პირს, რომელიც  საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა,  იგი სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს", - გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ცნობისთვის, მანამდე "მთავარ არხს" თვითმხილველმა უთხრა, რომ მოქალაქეები პოლიციას დაუპირისპირდნენ და მაღალჩინოსანთან ნათესაური კავშირის გამო გაშვება მოსთხოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი