შეურაცხადი თუ იყო რატომ მოკლა მაინცდამაინც სოფო და არა სხვები?... გავასაჩივრებთ - ავტობუსში მოკლული ქალის დედა

გამოქვეყნდა:

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მკვლელობის დროს როინ მებონია შეზღუდულად შერაცხადი იყო, არ ეთანხმება მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მებონია გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში. გამოჯანმრთელების შემდეგ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება.

ამასთან, ავტობუსში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მოკლულის დედა უვადო პატიმრობას ითხოვს. ხათუნა ნაჭყებია ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 

"მისთვის ხომ სულერთია, შეურაცხადისთვის შვილია ცოლია, ცოლი როცა მოკლა და შვილს ძალიან ფაქიზად იგერიებს. აი, ადვოკატმა გამცეს ამაზე პასუხი რატომ არ დაერია სხვებს. იქ იყო ჩემი უფროს ქალისვილი სამი შვილით, იყვნენ მისი შვილები. შეურაცხადი თუ იყო რატომ [მოკლა] მაინცდამაინც სოფო და არა სხვები? ვიცოდი, რომ პროკურორი ჩემ მხარეს იყო და რატომღაც მეგონა, ალბათ ეს ჩემი დაბნეულობის და უბედურების ბრალი იყო, რომ მე არ ვსაჭიროებდი ადვოკატს. ადვოკატიც იქნება, თავიდან გასაჩივრებაც იქნება. მე არ შევჩერდები. სოფოს პირობა დავუდე, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სხვა ქალების უფლებებიც დავიცვათ",- ამბობს ხათუნა ნაჭყებია, მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა. 

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.

როინ მებონია ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის რატომ მიაყენა მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი