ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდათ. სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ახლა გრინსენრვისის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს, მშენ-ექსპერტის დირექტორსა და ექსპერტს, ორის ნაცვლად ოთხი მუხლით გაასამართლებენ.
აბსურდულს უწოდებენ შოთაძის უწყების გადაწყვეტილებას დაკავებულთა ადვოკატები და იმ ჩასატარებელ ექსპერტიზებზე საუბრობენ, რომლებმაც შესაძლოა საქმის მიმდინარეობა შეცვალოს. ოთხ თვიანი გამოძიების მიუხედავად ძალოვნებს არ ჰყავთ ახალი ბრალდებულები და არც მერიის პასუხისმგებლობა გამოკვეთილა. სამხარაულის ბიუროს დასკვნაში კი წერია რომ 13 წლის მარიტას სიცოცხლე ელექტრო ტრავმას შეეწირა.