
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 24 ივლისს კორონავირუსით ინფიცირებულ 19 პაციენტიდან 1 სამედიცინო პერსონალია.
8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 შემთხვევა გაჩიანიდან, 2 შემოტანილია, მათ შორის 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალი და 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.