სისხლიანი გარჩევა რუსთავში - 23 წლის ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენეს.
თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება გვიან ღამით, დაახლოებით პირველ საათზე დაიწყო. ახალგაზრდა კაცები საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სვამდნენ.
"გავიგე, რომ დაჭრეს ახალგაზრდა ბიჭი. ძალიან გვაინი იყო დაახლოებით პირველის ნახევარი, როცა პოლიციის თანამშრომლები შემოვიდნენ ეზოში და მაშინ გავიგე. აქ მწვადს წვავდნენ ბაღია აქ, შეწვეს და მერე გავიდნენ ეზოდან. ახალგაზრდა ბიჭს არ ვიცნობდი, როგორც გავიგე, სტუმარი იყო, ჩვენი ეზოსთვის უცხო იყო ეს პიროვნება",- ამბობს ადგილობრივი.
დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"23 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში დაზიანებით ერთი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის წინა ნახევარზე. განვითარდა სისხლდენა არსებული ჭრილობიდან, მოხდა რევიზია, დადგინმდა დაზიანების მიზეზი და მოხდა მისი გადარჩენა. აპარატიდან მოხსნიალია, მიმდინარეობს სისხლის გადასხმა და სხვა რეანიმაციული ღონისძიებები. ჯერჯერობით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მაგრამ მისი მდგომარეობა სტაბილურია",- ამბობს ექიმი, პაპუნა ბახტაძე.
შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება 24 წლის ბიჭის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას 35 წლის კაცს ედავება. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ დადგენილებას ელოდება.
ამავე თემაზე: