"ოლიგარქი, ევროკავშირი და არასასურველი სამაუწყებლო კომპანია" - ევროპული მედიის სტატია ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

"ოლიგარქი, ევროკავშირი და არასასურველი სამაუწყებლო კომპანია" - ამ სათაურით აქვეყნებს ცნობილი გერმანული გამოცემა "ფრანკფურტერ ალგემაინე" სტატიას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ. 

გთავაზობთ სტატიის სრულ ვერსიას: 

გასული წლის მაისის ერთ-ერთ დღეს, როდესაც ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და 6 თვით მიესეჯა (თარგმანში სამწელიწად-ნახევარი) საქართველოს პრემიერმინისტრი ბრიუსელის გზას ადგა. ვიზიტი ხელისუფლების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირის ლიდერებთან ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედების გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო. საქართველომ 2022 წლის მაისში ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის მოსაპოვებლად. "სრულყოფილი ინტეგრაცია ევროკავშირში ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია", დატვიტა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ საქართველომ განსხვავებით უკრაინისა და მოლოდვისა ბრიუელისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო. Მიუხედავად Პრემიერმინისტრის მიერ კარგად შერჩეული სიტყვებისა, გვარამიას წინაამღდეგ მიღებული განაჩენი ევროკავშირისთვის უფრო მძიმე აღოჩნდა. ჟურნალისტის, მედია-მენეჯერისა და ერთ- ერთი ყველაზე დიდი ქართული სამაუწყებლო კოპანიის თანადამფუძნებლის დაკავება არ გამხდარა ევროკავშირის მიერ მიღებული ნეგატიური გადაწყვეტის ერთადერთი მიზეზი. მისი საქმე ისეთივე გამოკვეთილი მნიშვნელობისაა საქართველოს სამომამვლო ურთიერთობებისთვის ევროკავშირთან, როგორც ხელისუფლებაში მყოფთა დამოკიდებულება, (მობყრობა) ციხეში მოწამლულ და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავედებების მქონე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი. თუკი უზენაესი სასამრთლოს მიერ მიმდინარე საქმეში მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამის წინაამღდეგ იქნება, ამ შემთხვევაში საქართველო მიმდინარე წელს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუს. 

 გასული წლის ივნისში ბრიუსელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ასი ათასზე მეტი ადამიანი ითხოვდა ხელისუფლების გადაგომას. Ეს 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასობრივი პროტესტი იყო საქართველოში. Მიმდინარე კვირაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ფართო გაერთიანებამ ციხის შენობისთან, სადაც ნიკა გვარამია სასჯელს იხდის, ახალი მოძრაობის დაარსება დაანონსა, რომელიც მიზნად გვარამის განთავისუფლებას ისახავს. 

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ნიკა გვარამია სასჯელს მისი ყოფილი დამსაქმებლის (რუსთავი 2 -ის) ქონების პირადი მიზნებისთვის გამოყენების გამო იხდის. Სამწელიწად-ნახევარი  კომპანიის საკუთრებაში მყოფი ავტობილის გამოყენებისათვის, მიუხედავათ საუმაუწყებლო კომპანიის იმჟამინდელი ფლობელის ნებართვისა. Ზიანი დაახლოვებით 24.000 უდრის. Პოლიტპატიმრად ნიკა გვარამის არამხოლოდ ევროკავშირი და ქართული ოპოზიცია მიიჩნევს. Მის მიმართ მიღებული განაჩენი Amnesty International-ის თანახმად "პოლიტიკურად მოტივირებული დევნის თვალსაჩინო (აშკარა) აქტია. ანალოგიურად აფასებენ მომხდარს სხვა საერთაშორისო ადამინიას უფლებათა ორგანიზაციები. გვარამიას ისტორია მაგალითია იმისა, თუ როგორ უსწორდება საქართველოს ხელისუფლება ფინანსური წნეხისა და პოლიტიკურად მოტივირებული სასამრთლოს მეშვეობით დამოუკიდებელ მედიას. ოთხი წლის უკან "რუსთავი 2" ყველაზე დიდი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება იყო, რომელსაც ნიკა გვარამია ხელმძღვანელობდა. ტელევიზიის დამფუძნებლებს შორის გაუმჭვირვალე (არა ტრანსპარენტული) სასამართლო დავის შემდგე  სამაუწყებლო კომპანია 2020 წლის ზაფხულში ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენის ხელში მოხვდა, რომელმაც გვარამია დაუყონებლივ გაანთავისუფლა. ნიკა გვარამიამ "რუსთავის 2-ის" გუნდთან ერთად რამდენიმეკვირიან პერიოდში "მთავარი არხი" დააარსა, რომელსაც "რუსთავის 2-ის" ძველი მაყურებლი(პუბლიკა) თან გამოჰყვა. 

მთავარი საწყისივე ეტაპეპიდან პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. მისი დაარსებიდან რამდენიმე კვირის თავზე საქმის წარმოება დაიწყო დამფუძნებელ ნიკა გვარამისა და მთავარ მეწილე გიორგი რურუას წინააღმდეგ. ის რომ, გიორგი რურუას დაკავებას 2020 წლის ზაფხულში არალეგალური იარაღის ფლობის გამო, რომელიც 4 წლამდე თავისუფლბის აღკვეთას გულისხმობდა, პოლიტიკური ელფერი გააჩნდა, ნაწილობრივ აღიარა რამდენიმე თვის თავზე ხელისუფლებაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ, მას შემდეგ რაც ისინი რურუას შეწყალების გადაწყვეტილებას ევროკავშირის მედიააციის ფარგლებში მიღწეული კომპრომისის შედეგად დათანხმდნენ, რათა განმუხტულიყო ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისი. მიუხედავად Მთავარი არხის ჟურნალისტებისადმი განხორციელებული   შეურაცხყოფებისა და თავდასხმებისა, შესაბამისი ორგანოები არ ერეოდნენ პროცესებში. 

"მთავარი ახლა" ფინანსური გარაჩენისთვის იბრძვის, "ხელისუფლება წნეხის ქვეშ აქცევს კომპანიებს, რომლებსაც ჩვენთან რეკლამა მოაქვთ’’, ამბობს თამთა მურადაშვილი, რომელიც როგორც გვარამიას წარმომადგენელი საქმეებს უძღევება, "ნიკას დაპატიმრება ძლიერი სიგნალი იყო კლიენტებისთვის."მთავარ არხს" მოუწია რამდენიმე სტუდიის დახურვა, ასევე თანამშრომლების განთავისუფლება. დარჩენილ თანამშრომლებთან ტელევიზიას საუკათარი მონაცემების თანახმად 3 თვიანი ფინანსური დავალიანება აკავშირებს. თამთა მურადაშვილის განცხადებით ტელევიზიას აქვს ასევე ფინანსური დავალიანება, რომელთა დაფარვა ჯერ-ჯერობით ხელისუფლებას არ მოუთხოვია. ,,ჩვენი ვარაუდით, მათ სურთ, რომ ჩვენი თვითლიკვიდაციის გზას დავადგეთ, რათა მათ არ მოუწიოთ ყველასათვის დასანახი დარტყმების (ზიანის) მოყენება.

მთავარს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს ხელისუფლების მოწინაამღდეგეთა წრეებში. Ტელევიზიას მოვლენების ცალმხრივად ყოფილი პრეზიდენტის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგელოდ გაშუქებაში სდებენ ბრალს. ნიკა გვარამის კარიერა საკმაოდ მჭიდროდაა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სააკაშვილთან დაკავშირებული. ის აქტიურად მონაწილეობდა სააკაშვილის მიერ 2003 წელს განხორციელებულ ვარდების რევოლუციაში, ამის შემდეგ ის პარალმენტის წევრი გახდა,  შემდგომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ხოლო 2008 წლის დასაწყისში 31 წლის ასაკში მინისტრის პოზიცია დაიკავა. მისი კრიტიკოსების აზრით მას ძლიერი პოლიტიკური აჯენდა Რუსთავი 2-ის მართვის პერიოდშიც გააჩნდა, რომელიც მან 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ ჩაიბარა. Მიუხედავად ამისა მისი ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი ადასტურებენ მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და უნარს, იყოს შესანიშნავი სატელევიზიო წამყვანი. 

"ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, - ამბობს თამთა მურადაშვილი, "ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას’’. Შემდეგ კი ამატებს "ოპოზიციური ტელევიზიის იარლიყი არ მოგვწონს, ჩვენ ხელისუფლებისადმი ვართ კრიტიკულად განწყობილი". ურთიერთობა სხვა დანრჩენ ოპოზიციურ მაუწყებლებთან მეგობრულია. "ჩვენ ერთი და იმავე პრობლემები გაგვაჩნია, თუმცა ჩვენი პრობლემები ჩვენი დირექტორის პატიმრობის გამო უფრო დიდია. ‘’ ფინანსური დარღვევებით იქნა განმარტებული ორი დამოუკიდებელი მედია საშუალების   ტვ პირველისა და ფორმულას ფლობელთა  წინაამღდეგ წარმოებული საქმეები. გვარამია , რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად გამოირჩევა, პრეცედენტია იმისა თუ რა ემუქრებათ მათ. Სამივე სამაუწყებლო კომპანია ახლა ერთიან გადაცემებს ამზადებენ გვარამიას დევნასთან დაკავშირებით. 


"რა თქმა უნდა არა", პასუხობს გვარამია წერილობით ინტერვიუში F.A.Z.-ს კითხვზე, თუ კი აქვს მას იმედი იმისა, რომ ქართული სასამართლო მას გაამართლებს. ,,ხელისუფლების განაწილება მხოლოდ საკონსტიტუციო ფორმალობას წარმოადგენს, რეალურად კი გადაწყვეტილებები ერთი პიროვნების მიერ მიეეღება - არასახელმწიფო პირის მიერ, ძალაუფლების მქონე ბიძინა ივანიშვილის მიერ. 

გვარამიას საქმე იძლევა საშუალებას დაკვირვებისა, რომ ყველა ძაფს ქართულ სახელმწიფოში ფორმალურად თანამდებობის არ მქონე მულტიმილიარდერთან მივყავართ, რომელმაც ქონება 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა, 11 წლის წინ პარტია ქართული ოცნება დაარსა, რომელიც მან მისი ფულის მეშვეობით არჩევნებში მოპოვებულ გამარჯვებასთან მიიყვანა. 

მთავარი პროკურორი, რომელმლის პირობებშიც გვარამიას წინაამღდეგ საქმე აღიძრა ივანიშვილის ყოფილი პირადი იურისტი იყო, ახლა კი ის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს, რითაც გვარამიას პროცესის ბედი ბოლო ინსტანციაშიც მისი ხელში იქნება. თუკი ევროკავშირის საქართველოსადმი არსებულ მოთხოვნებს სამ საკვანძო სიტყვაში შევაჯამებთ, ესენია: სამართლიანი სახელმწიფო, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი