პუტინთან სატელეფონო საუბრამდე, ტრამპმა უკრაინის საკითხი ევროპელ ლიდერებთან განიხილა, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაც

გამოქვეყნდა:

ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრამდე, ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტთან უკრაინის საკითხი განიხილეს.

მედიის ინფორმაციით, 18 მაისს, საღამოს, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მთავრობებმა აშშ-ის პრეზიდენტთან ისაუბრეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის პრესსამსახურმა განმარტა, რომ ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის საუბარი შეეხებოდა „უკრაინაში არსებულ სიტუაციას და ორივე მხარისთვის ომის კატასტროფულ შედეგებს“. ლიდერებმა განიხილეს სანქციების დაწესებაც, თუ რუსეთი სერიოზულ ძალისხმევას არ გამოიჩენს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გასამართად.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა:  "ხვალ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია აჩვენოს, რომ მას სურს მშვიდობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებული 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღებით, რომელსაც მხარს უჭერს უკრაინა და ევროპა".

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი 19 მაისს, პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. შემდეგ კი - ზელენსკისთან და NATO-ს ლიდერებთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი