რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელმა ნიკუშორ დანმა 54.03%-ით გაიმარჯვა. დათვლილია ხმების 99%. მისმა მოწინააღმდეგე ჯორჯე სიმინომა კი 45.97% აიღო. 

"მადლობა! სულ მალე შევხვდებით!" - წერს პროევროპელი ნიკუშორ დანი X-ზე და მხარდაჭერებს მიმართავს. 

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. 

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი