"დღეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მათი ქვეყანა დანგრეული იყო, ომამდეც კი" - ამბობს უნგრეთის პრორუსი პრემიერი ვიქტორ ორბანი და რუსულ პროპაგანდისტულ სტილში ამტკიცებს, რომ "არ სურთ, მათ ომში ჩართვა"
„მათ არ შეუძლიათ საკუთარ ფეხზე დგომა, მათ ფული სჭირდებათ, სხვისი ფული. სწორედ ამიტომ სურთ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ შესვლა. მათ არ აინტერესებთ უნგრეთში ომს შემოიტანენ. არ აინტერესებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან. არ აინტერესებთ, რომ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, ეს გვაინტერესებს. არ გვინდა, უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. არა, არა და არა“, - ამბობს ორბანი.