ბაჩალიაშვილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსია ეჭვებს უჩენს - ბიძის განცხადება

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და განცხადების გასაკეთებლად ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ოჯახის ახლობლების განცხადებით, მათთვის გაურკვეველია რა მიზეზით შეიძლებოდა თამარ ბაძალიაშვილს თვითმკვლელობა გადაეწყვიტა და ფსიქოლოგზე თუ მედიკამენტებზე აპელირებას არასწორად თვლიან.

ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და კვალიფიკაციას შეცვლიან. ექსპერტიზა აუცილებლად მგონია, რომ იქნება ობიექტური ჩვენი გამომძიებლებიდან დაწყებული და ექსპერტიზით დამთავრებული ვითხოვთ, რომ იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე - თქვა ოჯახის ახლობელმა სუხლან სესიაშვილმა.

ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ მათ დღემდე არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული.

წესით საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს. ამ ეტაპზე არ არის ოჯახი დაზარალებულად ცნობილი, ადვოკატი იბრძვის იმისთვის, რომ მამას მიანიჭონ დაზარალებულის სტატუსი. კითხვები გვიჩნდება ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც მოთმინებით ველოდებით გამოძიებას, - თქვა ბიძამ, კობა თამადაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ამ თემაზე შსს-ში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადეს, პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი