ყარაჯალარში კორონავირუსის 26 დადასტურებული შემთხვევაა, მუნიციპალიტეტში 43 - რწმუნებული

გამოქვეყნდა:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, რომელიც დღეს, 24 ივლისს საკარანტინე ზონად გამოცხადა კორონავირუსის 26 დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ კომენტარი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა.

26 არის ყარაჯალარში, მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტში არის 43 დადასტურებული ფაქტი და ყველა სოფელში მიდის შესაბამისი კვლევები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა პერიმეტრს აკონტროლებს. ადგილობრივებს საკარანტინე პირობების რეჟიმში არ შეეძლებათ გადაადგილება და სოფლის დატოვება, თუმცა ყველა საჭიროება გათვალისწინებული იქნება, - თქვა შოთა რეხვიაშვილმა.

კორონავირუსისი 2 შემთხვევა დადასტურდა სოფელ აღთაკლიაში, ხოლო 1 გამარჯვებაში.

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით24 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1104 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 912;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 936:
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი