ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებმა კომპენსაციის მოთხოვნით მერიასთან აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

მერიის შენობასთან ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დაზარალებულები ერთჯერად დახმარებას ამ დრომდე ელოდებიან. მათი თქმით, მომუშავეების ნაწილმა დახმარება მიიღო, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციები გამართეს. 

დაზარალებულები კომპენსაციად დაახლოებით 3 000 ლარს ელოდებიან.

გვეუბნებოდნენ ადრე, რომ თუ გაქვთ საბუთები ამ ზარალთან დაკავშირებით, თუ აქვს ოფიციალური სახე, ყველაფერი მიტანილი მაქვს, მაგრამ არაფერი რეაგირება არ აქვს, - თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ბავშვთა სამყაროს დამწვარი შენობის მოვაჭრეები ამბებნ, რომ შემთხვევიდან 3 წელი და 7 თვე გავიდა, თუმცა სამართალს ვერ მიაღწიეს. ისინი აცხადებენ, რომ მომავალში საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი