ანაკლიის პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა - ეკონომიკის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვეში გამოავლენს პროექტის საუკეთესო ინვესტორს, რომელთან ერთადაც სახელმწიფო დააფუძნებს ერთობლივ კომპანიას, სადაც ხელისუფლება 51 პროცენტის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი 49%-ის მფლობელი. 

"კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და  პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას. 

სამუშაო ჯგუფი და კომისია სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეაფასებს შემოსულ განაცხადებს ერთი თვიდან ორი თვემდე პერიოდში (დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე). განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკურ, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. 


შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს", - ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდება და მოქმედებას დღესვე დაიწყებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი