ყარაჯალარი ჩაიკეტა - ლილოს ბაზრობაზე კი ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკვე რამდენიმე საათია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს. მოქალაქეების შესვლა-გასვლას სოფელში შსს-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე დრონები აკონტროლებენ.

მოქალაქეები რომლებიც ყარაჯალარში არ ცხოვრობენ და იქ დროებით იმყოფებოდნენ, ამბობენ, რომ სოფლის დატოვებას ვეღარ ახერხებენ და ჩაკეტვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მოსახლეობის ნაწილს კი კორონავირუსის საერთოდ არ სჯერა.

რაც შეეხება სოფლის მომარაგებას. ყარაჯალარში სპეციალური წესების დაცვით შედიან დისტრიბუციის მანქანები.

გარდა ამისა, სოფლებში შესულია ეპიდემიოლოგების ჯგუფი და ამ დროისათვის ჩატარებულია 200-ზე მეტი ტესტი. რაც შეეხება გუშინდელ ტესტირებას, 100 ტესტის პასუხი სავარაუდოდ დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ყარაჯალარის პარალელურად ფართომასშტაბიანი ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო დღეს მიიღო

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი