
გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, გათავისუფლებულმა თამაშრომელმა სასამართლო დავა მოუგო. როგორც რეგიონული მედია "მოზაიკა" წერს, ნინო გიგაური
სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
"2022 წელს გამათავისუფლეს სამსახურიდან. უფროს სპეციალისტად ვმუშაობდი. დავიწყე სასამართლო დავა. ვითხოვდი აღდგენას და თითქმის 1 წლის განაცდურის ანაზღაურებას", - ამბობს გიგაური.
სასამართლო დავა მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა. გიგაურის თქმით, სააგენტო მზადაა იგივე პოზიციაზე აღადგინოს სამსახურში, ამის სანაცვლოდ, კი მან უარი თქვა განაცდურის ანაზღაურებაზე