ესებუა ითხოვს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, ასევე, დააბრუნონ ქუთაისის ციხეში - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დღეს ორწლიანი ძებნის შემდეგ დაკავებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართება. ბრალდების მხარე ესებუასთვის ექსპერტიზების, მათ შორის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. თავად ესებუამ წინა სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ის თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და კონკრეტული მოთხოვნები აქვს.

მისი უფლებადამცველები ყვებიან, რომ ბრალდებული მისი ძმის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ქუთაისის ციხეში დაბრუნებასა და მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვას მოითხოვს

"სხდომაზე წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იმიტომ, რომ იგივე მტკიცებულებები უკვე ჩატარებულია, მაგალითად ხმის აღების ნიმუში, ოდოროლოგიური ექსპერტიზა, ესენი ჩატარებულია უკვე და კიდევ ხელმეორედ უნდათ, რომ ჩაატარონ. მას ამყოფებენ მკაცრი ტიპის დაწესებულებაში, რისი საფუძველიც არანაირი არ არსებობს სამართლებრივი, მაგრამ ასე სჯიან, სჯიან მის ძმასაც.

ის ითხოვს, პირველი, ქუთაისში გადმოყვანას, ასევე, ითხოვს, ნაფიც მსაჯულების განსჯადი იყო საქმე, რომელსაც შეგნებულად ბრალდების მხარე ზღუდავს", - თქვა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. 

კიდევ ერთი ადვოკატის განცხადებით, ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი არ არსებობს. 

შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი