რა პირობებით გაუშვებს მოსკოვის კლუბი თორნიკე შენგელიას ნაკრებში სათამაშოდ

გამოქვეყნდა:

მოსკოვის არმიელთა სპორტული კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა დაადასტურა, რომ გუნდი მზად არის, თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში გაუშვას, მაგრამ გარკვეული პირობებით. გუნდი, იმ შემთხვევაში გაუშვებს შენგელიას ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, თუ სანაკრებო ფანჯარა და ევროლიგის კალენდარული ტური ერთმანეთს არ დაემთხვევა.

"ჩვენ მზად ვართ შენგელია გავუშვათ ნაკრებში სანაკრებო ფანჯრის დროს,მაგრამ იმ პირობებით,თუ ეს თამაშები არ დაემთხვევა ცეესკას თამაშებს ევროლიგაზე. მოთამაშის პირადი საქმეა,ამით როგორ ისარგებლებს.დარწუმენუბული ვარ, ჩვენ ყოველთვის გამოვნახავთ საერთო ენას. მომავალი სანაკრებო სეზონი შენგელიასთვის არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი სპორტული თვალსაზრისით. საქართველო ერთერთი მასპინძელია ევრობასკეტის და გარანტირებული აქვს საგზური.მისთვის უფრო მნიშვნელოვანია 2021/2022 როდესაცმსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი დაიწყება. უნდა აღინიშნოს,რომ კონტრაქტის გაფორმებისას პრაქტიკულად არცერთი მოთამაშე არ აყენებს წინა პლანზე ნაკრებშში ჩასვლას,როგორც არსებითად მნიშვნელოვან პირობას. შენგელიასთან მიმართებაში ამას პირველად გადავაწყდით. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა თორნიკეს პატრიოტიზმის. როდესაც არის თხოვნა მოთამაშის ან ეროვნული ფედერაციის მხრიდან,ყოველთვის არის შესაძლებლობა შეთანხმების.  არ ვთვლი,რომ თოკოს შემთხვევა შეიძლება სერიოზული პრეცედენტი გახდეს,რომელიც სისტემას დაანგრევს", - თქვა ანდრეი ვატუტინმა.

ვატუტინმა ისიც თქვა, რომ ბოლო პერიოდში მოსკოვის არმიელთა სპორტულ გუნდს ნაკრებში ჯოელ ბოლომბოი, სიმიონ ანტონოვი, ანდრეი ვორონცევიჩი და ვიტალი ფრიდზონი გაუშვია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი მოთამაშე  რუსეთის ნაკრების წევრია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ესპანეთის "ბასკონიადან" ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის, მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში გადავიდა

 ავტორი: ერეკლე მენაბდე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი