1 250 ევროს სანაცვლოდ ყალბი პირადობისა და მართვის მოწმობის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, სისტემატურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ პირადობის დამადასტურებელ ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს.

ბრალდებულები დაკავებულ იქნენ ერთ-ერთ პირზე საქართველოს მოქალაქის ყალბი მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის 1 250 ევროს სანაცვლოდ გასაღების ფაქტზე.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქეების პირადობის მოწმობები",- ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6-წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი