"კანონიერმა ქურდმა" და "ქურდული სამყაროს" წევრმა დაზარალებულს თვითდაზიანების მიყენება აიძულეს - 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, "კანონიერ ქურდობაში", ,"ქურდული სამყაროს" წევრობასა და "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერაში ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო.

ე.წ. "კანონიერ ქურდს" სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო "ქურდული სამყაროს" სამ წევრს - 8 წლით, ხოლო კიდევ ერთს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"2021 წელს ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ სამმა წევრმა, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი პირის მეშვეობით, ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყეს ,,ქურდული გარჩევა“, კერძოდ, სთხოვდნენ ფულადი თანხის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალადობით ემუქრებოდნენ. ამავდროულად, ,,ქურდული გარჩევისას“, „კანონიერმა ქურდმა“ და ,,ქურდული სამყაროს“ წევრმა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი დასჯის მიზნით, თვითდაზიანების მიყენება აიძულეს", - წერია უწყების განცხადებაში. 

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი