ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდში, ქორწინების მიზნით,  გოგო მოიტაცეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Jnews ავრცელებს. მათი ცნობით, მომხდარზე პოლიციას გოგოს ახლობელმა შეატყობინა.

შსს–ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 143–ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც  წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7–დან 10 წლამდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი