კახეთში, კორონავირუსით ინფიცირებული ათი თვის ჩვილი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ათი თვის ჩვილი კორონავირუსისგან განიკურნა - ინფორმაცია "მთავარ არხს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში დაადასტურეს.

ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ამბობს, რომ ჩვილის ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დედასთან ერთად, საკარანტინე სივრცეში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ათი თვის ჩვილს კორონავირუსი 14 ივლისს დაუდასტურდა და თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. ოჯახის წევრებსა და გამოვლენილ კონტაქტებს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში, კორონავირუსზე სულ 9274 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან, მხოლოდ ოთხი შემთხვევაა დადასტურებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი