უკონტროლო კრიმინოგენული ვითარება და გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში

გამოქვეყნდა:

ბოლო დროის კრიმინალურ ისტორიებს რომ გადავხედეთ, ავტომატურად რამდენიმე ფრაზა გაგვახსენდა. ერთი, როდესაც საყოველთაო ამნისტიის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ გაზრდილ კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ და მეორე - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება, რომ კრიმინალი თავას კარგად გრძნობს. ბოლო დროის სტატისტიკის მიხედვით, კრიმინალი თავს საქართველოში მართლაც არაჩვეულებრივად გრძნობს. გაგებით მოვეკიდებით თუ არა ამ ფაქტებს, ეს უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია. 

მიყვეთ ქრონოლოგიას:

1-ელ ივლისს, გორში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მოკლეს. 42 წლის დავით სვიანიძე, მდგმურმა ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

2 ივლისს ფოთში მომხდარი 44 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, ვაჟა ტყებუჩავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

6 ივლისს, სურამში ახალგაზრდა ქალი საკუთარმა ქალმა მოკლა. 

6 ივლისის ტრაგედია აღმაშენებლის 106 ნომერში კარგად ახსოვთ. ღამის 11 საათზე ეზოში შემზარავი ხმა გაისმა, მეზობლებმა სახურავიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 28 წლის ვახტანგ გულუა მეგობარ უკრაინელ გოგონასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. თვითმხილველებმა ამ დრომდე არ იციან, უძღოდა, თუ არა ტრაგიკულ შემთხვევას მეგობრებს შორის კონფლიქტი.

ტრაგიკული შემთხვევის არ სჯეროდათ გარდაცვლილის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ვახტანგ გულუას და გამოძიების პროცესში მთელ რიგ უზუსტობებზე საუბრობდა. ანა გულიას მტკიცებით, მის ძმას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ქალაქური ეზოს ბოლო სართულიდან გადმოაგდეს.

8 ივლისს, მცხეთაში, მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რო­მე­ლიც მი­მალ­ვა­ში იყო. წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ­მა პირმა, რო­მელ­მაც ციხე რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა, მძი­ნა­რე მა­მასა და ბა­ბუ­ას ყელი გა­მოჭ­რა, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­ი­ტა­ცა და მი­ი­მა­ლა.

მე­ზობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზის რამ­დე­ნი­მე ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რო­ბდნენ. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შვი­ლიშ­ვილ­მა ბა­ბუა იმის გამო მოკ­ლა, რომ მა­მა­კა­ცი რძალ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და.

14 ივლისს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება
სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალშობილი. თავად კი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა.

18 ივლისს, თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. მეზობლებმა ერთი გასროლის ხმა გაიგეს. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

18 ივლისს სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 17 ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 20 ივლისს, ამავე საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს, იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა.

19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

და ბოლოს, საკუთარი სახლის ეზოში თავში ჭრილობით იპოვეს ადიგენის რეესტრის სამსახურის უფროსი, ის ამ დრომდე მძმე მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება. 

ეს მხოლოდ მშრალი ფაქტებია. თუმცა, ყველა ამ ფაქტის უკან, უმძიმესი ადამიანური ტრაგედიაა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი