დაპირისპირება სოფელ მატანში - უკონტროლო ვითარება პანკისში

გამოქვეყნდა:

იქნება თუ არა მშვიდობა პანკისში? კონფლიქტი, რომელიც ყოფითი მიზეზით ჯერ ხეობაში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. დუისში დღეს მოლაპარაკება შერიგების პირობით დასრულდა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, როდის და სად დაზავდებიან დუისელი და მატნელი ახალგაზრდები. საქმეს ართულებს ტრაგიკულად ცნობილი მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტიც. სპეცოპერაციისას მოკლული ახალგაზრდის მამა, მისი ძმის ცემას აპროტესტებს, რომელიც მატანის გავლით დუისში მიემგზავრებოდა და დაპირისპირების ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა დღეს სოფელ მატანში მას შემდეგ სცემეს, რაც დუისელ ქისტებსა და მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. უბრალო მიზეზით დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის გამოც მატანის მცხოვრებლებმა პანკისის ხეობაში მიმავალი გზა გადაკეტეს. ამ დროს, ზაურ მაჩალკაშვილი ახმეტიდან სახლში ბრუნდებოდა, დაპირისპირებასა და გაუგებრობაში სრულიად შემთხვევით მოხვდა.   

ყველაფერი კი ამ დილით დაწიყო. როდესაც მატანში მცხოვრები ახალგაზრდები პანკისის ხეობაში იმყოფებდონენ, სადაც ჩხუბი მოხდა და რამდენიმე დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მატანში დაბრუნებულებმა კი გაზა გადაკეტეს და პანკისიდან, არც გასვლის და არც გამოსვლის საშუალებას არავის აძლევდნენ. სიტუაციის განხმუტვაში მოგვიანებით პანკისის ხეობის უხუცესები ჩაერთვნენ. მატანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილობრივებთან შეხვედრა  პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებმაც გამართეს. ახალგაზრდები უნდა შერიგდნენ, თუმცა გადაწვტილი არ არის როდის შედგება მოლაპარაკება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტები გახშირდა იმიტომ, რომ სიტუაცია უკონტროლოა. 

ერთ-ერთი დაშავებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება. საქმეზე გამოძიება სისიხლის სამრთლის კოდექსის 126-ე ცემის მუხლით არის აღაძრული. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი