ხელახლა ჩაკეტილი გარდაბანი - მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფელ ყარაჯალარის ჩაკეტვას აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ, საკარანტინო ზომები დღეს ისევ გამკაცრდა. გარდაბნის  მუნიციპალიტეტის სოფლელ ყარაჯალარში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, საკოორდინაციო საბჭომ სოფელი ჩაკეტა. ეპიდემიოლოგები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ მკაცრი ზომების გატარების გარეშე მოქალაქეთა ტესტირებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მოქალაქეების დიდმა ნაწილმა უარი თქვა ტესტირებაზე და სტატისტიკაც გაიზარდა,
სოფლის ჩაკეტვა აუცილებელი გახდა. ამ დროისთვის 26 ადგილობრივი კოვიდ ცენტრებში მკურნალობს.

სოფლის მთელ ტერიტორიას შინმაგან საქმეთა სამინსიტრო 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს, მოქალაქეებს შესვლის წინ სიცხეს უზომავნენ და აფრთხილებენ, რომ საკარანტინე რეჟიმის მოხნამდე მათ სოფლეში დარჩენა მოუწევთ. ადგილობრივების ნაწილი ტესტირებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. სოფელში იძულებით დარჩენა მოუწიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ოჯახის წევრებთან სტუმრად იყვნენ. მთელი დღის განმავლობაში, ჩაკეტილ სოფელში მცხოვრები ოჯახების ახლობლები ნათესავებს ბლოკპოსტებთან საჭირო სურსათს აწვდიდნენ, თუმცა ამ დროისთვის სოფელში საკვების პრობლემა  არ არის.

ეპიდემიოლოგებმა უკვე შეძლეს და 300 მეტ მოქალაქეს ჩაუტარეს პისიარ ტესტირება. რიგში 5000-მდე ადგილობრივია. ახლა ხელისუფლებამ მოქალაქეები უნდა დაარწმუნოს, რომ ტესტის ჩატარება აუცილებელი და  სავალდებულოა. მოქალაქეების ნაწილის დამოკიდებულება უცნაურია, მათ არ სჯერათ კორონავირუსის  არსებობის და მიღებულ მკაცრ ზომებს აპროტესტებენ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები სხვადასხვა ბაზრობაზე მუშაობენ, მხოლოდ დღეს ლილოს  ბაზრობის რვა თანამშრომლეს დაუდგინდა კორონავირუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ფართომასშტაბიანი ტესტირება უკვე დაიწყო და უახლოეს დღეებში ლილოს ბაზარში მომუშავე ყველა მოქალაქეს ჩაუტარდება ტესტირება. ამის შესახებ ინფორმაცია ყველას უნდა ჰქონოდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ტესტირების შესახებ "მთავარი არხისგან" გაიგეს.

ყარაჯალარის გარდა ტესტირება გარდაბნის კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, არსებული ეპიდსიტუციიდან გამომდინარე, სხვა სოფლების ჩაკეტვა არ იგეგმება და მკაცრი ღონისძიებების  გატარება კოვიდსიტუციაზეა დამოკიდებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი