ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხევვას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელია.
არსებული ცნობებით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით თელავში, თბილსის გზატკეცილზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შსს-ში არკვევს.
ავტორი: ია გულიაშვილი