ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიან ეზუგბიას განცხადებით დღეს, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 13 შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 1-ის წყარო უცნობია. ამ თემაზე ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
3 პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ ლილოს ბაზრობა, ერთი პაციენტის ინფექციის წყარო გახლავთ გაჩიანი, 5 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან 4 გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, 1 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი და 1 შემთხვევაზე წყაროს მოძიებაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
მისი განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად რომელი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, 25 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.