პოლიციამ ოზურგეთში ყაჩაღობის ბრალდებით 48 წლის კაცი დააკავა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოზურგეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 48 წლის კაცი დააკავა. სამართალდამცავებმა ის სოფელ მელექედურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების განცხადებით, პოლიციამ გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი