დავით კეზერაშვილის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ადვოკატის თქმით, მოწმეთა ჩვენებები, ასევე წარდგენილი ვიდეომასალები ადასტურებს, რომ 2008 წლის იანვრიდან აგვისტომდე თავდაცვის სამინისტროში წვრთნები ტარდებოდა. გარდა ამისა, როგორც გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, სხდომაზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებულ ზიანს დაადასტურებდა.

"დღეს სასამართლოზე გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ წვრთნები თავდაცვის სამინისტროში ტარდებოდა 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ეს წვრთნები იყო ინტენსიური ხასიათის. ამას ადასტურებს, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა წარმოდგენილი. ხელისუფლების მტკიცება, რომ მათ ზიანი მიადგათ იმის გამო, რომ შესაბამისი ხელშეკრულებით წვრთნები არ ჩატარებულა, არის არასწორი და უფრო მეტიც, საქმეში არ აქვთ რაიმე დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელიც კალკულაციას შემოგვთავაზებდა თუ რაიმე არ ჩატარდა, რა იყო რაც არ ჩატარდა და რამდენი იყო ზიანი", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ,  რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს  მისივე ყოფილი უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება და ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მისი კონკრეტული ქმედებების შედეგად ფულადი ზიანი მიადგა.

პირველმა ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც თითქოს  ფიქტიურ წვრთნებში გაიფლანგა, თუმცა სამხედრო სწავლებები რომ რეალურად ჩატარდა, ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ვიდეომასალითაც დასტურდება. 

დაცვის მხარის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიზანი ტელეკომპანია "ფორმულასთვის" პრობლემების შექმნაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი