კარანტინის მეორე დღე - გარდაბანში 377 ტესტის პასუხს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში უკვე მეორე დღეა მკაცრი საკარანტინე წესები მოქმედებს. სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ გუშინ, 24 ივლისს მიიღო. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მატება გახდა.

ამ დროისათვის სოფლის შესასვლელ-გასასვლელებს პოლიცია აკონტროლებს. როგორც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, აღებულია 377 ტესტი და პასუხები სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი:

"გუშინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარდა 705 კვლევა. 377 კვლევა ჩატარდა ყარაჯალარში... გუშინდელი შედეგების პასუხი ამ წუთამდე არ არის და დღის მანძილზე დაგიდასტურებთ შედეგებს. წინა დღეების კვლევიდან მხოლოდ ერთი ფაქტია დადსტურებული"- ამბობს შოთა რეხვიაშვილი.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 44 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 23 ყარაჯალარში ცხოვრობს. 

25 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი