გორში ორი ადამიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ რკინიგზის დასახლებაში, დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა.
ერთ-ერთი დაჭრილი, 35 წლის კაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, დაიღუპა. მეორე დაჭრილი კი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მას ამ წუთებში სამედიცინო დახმარება უტარდება.
შემთხვევის ადგილი კვლავ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულია თუ არა იგი.