შეიარაღებული დაპირისპირება და სისხლისღვრა გორში. საქმის გარჩევა კრიმინალურ ავტორიტეტსა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მკვლელობით დასრულდა. მოკლულია ირაკლი კობერიძე, მეტსახელად "ვარდენა". კრიმინალურ ავტორიტეტს ნიკა საბაშვილმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან სადგურის დასახლებაში გაუხსნა, როდესაც ის თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა.
მრავლობითი ჭრილობები სიცოცხლესთან შუთავსებელი აღმოჩნდა, კობერიძე კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მძიმეა დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის მდგომარეობაც. ცოტა ხნის წინ დასრულდა გადაუდებელი ოპერაცია გორის ჰოსპიტალში, თუმცა დაჭრილის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული საბაშვილი უკვე დაკავებულია.