
გაფრთხილება საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ტურისტები ქუჩებში გახშირებული ძარცვის შემთხვევებზე საუბრობენ. ლაპარაკია მცირეწლოვნების მიერ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პრევენციას ვერ ახდენს - მიზეზი კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკია. რის გამოც ბავშვები დანაშაულს ჩადიან და იციან რომ მათ ვერავინ დასჯის.
ავტორი: საბა ბუაძე