ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები "არეკეტებდნენ" - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გორში მომხდარი დაპირისპირების გამო ერთი პირი დააკავეს. უწყება სხვა დეტალებს არ ასაჯაროვებს, თუმცა "მთავარის" ინფორმაციით, დაკავებული ნიკა საბაშვილია, რომელმაც ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები "არეკეტებდნენ", მას გორში, სადგურის დასახლებაში სახელოსნო ჰქონდა.

მძიმეა დაჭრილი ვანო ღვინიაშვილის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში რჩება. რაც შეეხება მოკლულ ირაკლი კობერიძეს, მისი ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე - ბენზინგასამართი სადგურიდან პოლიციამ ვიდეო კამერების ჩანაწერები ამოიღო. ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ 25 ტყვიის მასრა ამოიღო. ჩანაწერები ამოღებულია ბიზნესმენის კუთვნილი ავტო-სახელოსნოდანაც, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, გარჩევა დღის საათებში იყო.

გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი