
ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე 5 ავტომობილი დააზიანეს. შემთხვევა სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობისა და ახლოს მდებარე 5 სართულიანი საერთო საცხოვრებლის ეზოში დაფიქსირდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა და კერძო პირების ავტომობილებს საბურავები დაუჭრეს. ერთს კი მინა აქვს ჩამტვრეული.
კიდევ ერთი ავტომობილი დააზიანეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარშიც.
დაზარალებულები მედიასთან არ საუბრობენ, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ პოლიციას სავარაუდო დამნაშავეების გამოვლენა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ტერიტორიაზე ვიდეოსათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
ავტორი: ია გულიაშვილი