სარფში 47 090 ლარის არადეკლარირებული ვერცხლის ზოდები, ოქროს მონეტები და ნაკეთობები ამოიღეს

გამოქვეყნდა:

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის მ.უ.-ს  მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 6 კილოგრამი ვერცხლის ზოდები.

მებაჟე ოფიცრებმა, ასევე, აღმოაჩინეს ოქროს მონეტები/ოქროს ნაკეთობები ( საერთო წონით 6 261 გრამი ), ცეცხლსასროლი იარაღი 2 ცალი მჭიდით და 113 ცალი ვაზნა.  სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტომობილის საბარგულში მალულად ჰქონდა განთავსებული.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონების ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 47 090  ლარი შეადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი