მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცოტნე ჯაფარიძის საქმის განხილვა დასრულებულია. მოსამართლე რეზო ნადოიმ სამოქალაქო აქტივისტი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში სრულიად გაამართლა, მეორე მუხლით კი, რომელიც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს სამართალდამრღვევად სცნო, მაგრამ სასჯელის სახით მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა.
გაგვამართლეს სახლში მივალ და სრულად დავწერ დეტალებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა - წერს ჯაფარიძე.
ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში რუსეთის მოქალაქეებთან შელაპარაკების შემდეგ დააკავეს, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო რაც ჯაფარიძემ რუსულად საუბარზე უარი თქვა. პოლიციამ აქტივისტი დააკავა, რუსეთის მოქალაქეებმა კი კურორტზე დასვენება განაგრძეს, სამართალდამცავებს მათი იდენტიფიცირებაც კი არ მოუხდენიათ.