
უჩვეულო კრიმინალური გარჩევა კახეთში - შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულმა ჯგუფმა წინასწარ გაზრახვით თავისუფლება აღუკვეთა მოქალაქეს, გაიატაცა და დაეუფლა 1700-მდე ცხვარს, კრიმინალური გარჩევისას კი გამოიყენეს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღი და ნაგანი.
2 პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ, დანარჩენები კი, სულ 5 პირი ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
ცნობილი ხდება, რომ ამ ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმა, გელა ბადუაშვილია. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ბადუაშვილმა ერთ-ერთ ფერმერს 600 სული ცხვარი გაატანა, შესაბამისი ანაზღაურების ვერმიღების შემდეგ კი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ჩავიდა ფერმაში და ცხვრები უკან დაიბრუნა, რასაც ფერმერის გაღიზიანება მოჰყვა და კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: ია გულიაშვილი